ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი FIDE-ს (ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაცია) ეგიდით ვეტერანებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 65+ ასაკის კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
“ლეგენდარულმა ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ქალმა, ნონა გაფრინდაშვილმა წარმატებების გრძელ სიას კიდევ ერთი ტიტული შემატა, ის მერვედ გახდა ვეტერან ქალთა მსოფლიო ჩემპიონი და მეექვსედ 65+ ასაკის კატეგორიაში! გილოცავთ!”, – აღნიშნულია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი