spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – აქ პროცესებს მართავს რუსი ოლიგარქი, რომელსაც დავალებული აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაანადგუროს

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ  ძალიან ბევრი პროცესის ლუსტრაცია მოახდინა,  –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მის საკითხზე დასავლეთში ოპოზიციის მუდმივ წარმომადგენლს უნდა ემუშავა, რაც არ გაკეთებულა. 

 

“მიხეილ საკაშვილი როდესაც ჩამოვიდა, ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრი პროცესი, რომელიც ჩემთვის იყო ლუსტრაცია. ჩვენ ყურადღებას ვფანტავთ „ქართული ოცნების“ ინდივიდუალურ წარმომადგენლებზე, ვლანძღავთ და ვებრძვით იმ ადამიანებს,   რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ. აქ პროცესებს მართავს რუსი ოლიგარქი, რომელსაც დავალებული აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაანადგუროს. ის,  რომ ოპოზიციაში მიმდინარეობს სტაგნაცია,  ეს სიახლეს არ წარმოადგენს… არ ვფიქრობ, რომ ეს არის მიზანმიმართული, მაგრამ  თუ ჩვენ არ გავაანალიზეთ,  სადაა ჩვენი სისუსტე, მაშინ ძალიან რთული იქნება უზარმაზარ მონსტრთან, რასაც ქვია რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში, ბრძოლა. 

 

სულ რამდენიმე მეთოდია ცივილიზებული ბრძოლის, ერთი არის, რა თქმა უნდა, ქუჩის პროტესტი და დასავლეთთან მუშაობა. ამ 7 თვის განმავლობაში მე ველოდი ქართული ოპოზიციის  მეტ ჩართულობას დასავლეთთან. ამ ხნის განმავლობაში  მუდმივი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ან ბრიუსელში, ან აშშ-ში, ან ორივეგან, სადაც მუდმივად იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური პატიმარი და ამ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები