spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – არ მახსოვს, რუსეთს ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯი გადაედგას, რადგან ზუსტად იცის, რომ პასუხიც შესაფერისი იქნება

არ მახსოვს,  რუსეთს ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯი გადაედგას – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნონა მამულაშვილმა  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

 

როგორც მამულაშვილი აცხადებს,  რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, რომელიც  2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე უარის თქმას ითვალისწინებს, დასავლეთის პოზიცია უცვლელია.  

 

“მიუხედავად რუსეთის შანტაჟისა და იმ  სამხედრო ძალაების განთავსებისა და გაძლიერებისა, რასაც უკრაინის საზღვარზე აკეთებს, იმ ზეწოლისა, რასაც საქართველოს მიმართ ახდენს, დასავლეთს  განზრახული აქვს, რომ ეს ქვეყნები ძალიან მალე ნატოში მიიღოს.  შესაბამისად, რუსეთისგან მოსალოდნელიც იქნება პროვოკაციული ქმედებები, მაგრამ  არ მახსოვს ისტორიიდან, რომ რუსეთს ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯი გადაედგას, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ პასუხიც შესაფერისი იქნება”,  – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები