ჩვენ უნდა მივბაძოთ მამუკა ხაზარაძეს – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნონა მამულაშვილი, რომელიც საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას აკეთებს.
ნონა მამულაშვილის თქმით, პარლამენტში დარჩენა აზრს კარგავს.
“ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში “ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთლი, სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია – ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი”, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.
ციხეში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა დეპუტატმა ანი წითლიძემ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
რაც შეეხება ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ის აცხადებს, რომ მანდატის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტს ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა ოფიციალურად ამ მოთხოვნით პარლამენტისათვის ჯერ არ მიუმართავს.
ამ დროისათვის პარლამენტის მანდატი დატოვებული აქვს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას, აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტმა მოთხოვნის შემდეგ დაამტკიცა.