spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნონა მამულაშვილი – დასავლელ პარტნიორებს ყოველდღიურად ვაწვდი ინფორმაციას რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და როგორ ირღვევა მისი უფლებები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს.

 

“ეს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხება, იმიტომ, რომ ვხედავთ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან საქმის კურსში, ყოველდღიურად ვაწვდი ინფორმაციას რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და როგორ ირღვევა მისი უფლებები. 

 

რა თქმა უნდა, არიან შეწუხებულები იმ მდგომარეობით, რაც საქართველოშია ზოგადად და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ. იქნება საერთო განცხადება, იქნება ინდივიდუალური განცხადებები, ინდივიდუალურად მათ პრეზიდენტ მიშელსაც მიმართეს და შეშოფთება გამოხატეს.

 

მე ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” მძიმე პერიოდი დაუდგება ძალიან მალე, რადგან მას მოუწევს ბევრი ახსნა-განმარტების გაკეთება პარტნიორებთან”, – აცხადებს მამულაშვილი 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები