spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – ერთადერთი, რაც კარგად გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ამ 10 წლის განმავლობაში, არის საზოგადოების ორად გახლეჩა

ერთადერთი, რაც კარგად  გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ამ  10 წლის განმავლობაში, არის საზოგადოების პოლარიზაცია და ორად გახლეჩა, –  ამის შესახებ Front News-ს  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განუცხადა

 

მისი თქმით, თბილისის ქუჩებში გამოჩენილი „სიძულვილის ბანერები“, რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები ქვეყნის მოღალატეებად არიან გამოცხადებული, „ქართული ოცნების“ ხელწერაში ჯდება. 

 

“არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ და მისგან მართული ადამიანები აკეთბდნენ, რადგან ერთადერთი,  რაც კარგად  გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ამ  10 წლის განმავლობაში, არის საზოგადოების პოლარიზაცია და ორად გახლეჩა. ეს არის სამარცხვინო  და ეს ხელისუფლება ძალიან მალე უნდა მოშორდეს ქვეყანას. ერს ვერ გაამთლიანებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა. 

 

თბილისის ქუჩებში გამოჩენილ  პლაკატებზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სამშობლოს მოღალატეებად  არიან გამოცხადებული.  პლაკატების დამკვეთთა  და გამკვრელთა ვინაობა უცნობია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები