spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – ხელისუფლება მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს კადრები არ გამოვიდეს საჯარო სივრცეში

ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერზე წავა, ძალიან დიდ ზეწოლას მოახდენს იმ პირებზე, ვისაც შეუძლია  ეს კადრები გაასაჯაროოს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა  მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების სრულად გასაჯაროების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გავრცელება სხვა ეფექტზე იყო გათვლილი, თუმცა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. 

 

“კადრების გავრცელება გათვლილი იყო სხვა ეფექტზე და ხელისუფლებამ  მიიღო აბსოლუტურად სხვა შედეგი – შოკში ჩააგდო არა მხოლოდ ქართული საზოგადოება,  არამედ საერთაშორიოსო, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს. იმის გათვალისწინებით, თუ რა მძაფრი და მტკივნეული სანახავი იყო ის კადრები, რაც თვითონ ხელისუფლებამ გვაჩვენა, წარმოიდგინეთ, რა კადრები არ გვაჩვენა და რამდენად საშიშია მათთვის, რომ ეს კადრები საზოგადოებამ ნახოს. ამიტომ არის,  რომ დღეს ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერზე წავა, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ზეწოლას მოახდენს იმ პირებზე, ვისაც შეუძლია რეალურად, რომ ეს კადრები გაასაჯაროოს, მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს,  რომ ეს კადრები არ გამოვიდეს საჯარო სივრცეში. თუ გამოვა, იქნება ან დამონტაჟებული, ან ჩაჭრილი ისე, რომ  საზოგადოებამ ვერ დაინახოს,  რეალურად რა დანაშული ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა  „ტვ პირველის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები