პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი გახდა, ინიციატორი კი სალომე სამადაშვილი იყო.
“ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები ნონა მამულაშვილი და გიორგი ხელაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ არაეთიკურად მოექცნენ.
“როდესაც პრეტენზია გამოვთქვი, ერთ-ერთმა დეპუტატმა ამიქნია ხელი, რაზეც ვუთხარი, რომ არაეთიკური იყო. მომაძახა, რომ მე ვარ ნაბიჭვარი”, – აცხადებს მამულაშვილი.