spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – ნიკა მელიას ყოველთვის ჰქონდა და ექნება სააკაშვილის მხარდაჭერა

პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია უკონკურენტო და ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ფიგურაა, შესაბამისად, მის კანდიდატურაზე შეჩერდა არჩევანი.

 

“ნიკა მელიას ყოველთვის ჰქონდა და ექნება სააკაშვილის მხარდაჭერა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას კანდიდატურაზე შეჩერდა არჩევანი, იმიტომ რომ კვლევებმაც აჩვენა, რომ ნიკა მელია იყო უკონკურენტო, ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ფიგურა. შესაბამისად, მას ყველა პარტიისა და ყველა მონაწილე პირის მხარდაჭერა ჰქონდა”, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

 

“ნაციონალური მოძრაობა”, რამდენიმე პარტიასთან ერთად, ნიკა მელიას დღეს, თბილისის მერობის საერთო კანდიდატად წარადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები