spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, მნიშვნელობა დაუკარგოს 9 აპრილის გმირების ბრძოლას

“ქართული ოცნება” ცდილობს, მნიშვნელობა დაუკარგოს 9 აპრილის გმირების ბრძოლას,  – ამის შესახებ Front News-ს „ნაციონალური  მოძრაობის“ დეპუტატმა  ნონა მამულაშვილმა  განუცხადა.  

 

მისი თქმით, 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი გვერდი დაიწერა. 

 

“9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი გვერდი დაიწერა, ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას.  სამარცხვინოა ის, რაც დღეს ხდება და რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ –  ცდილობს  გადაწეროს ეს ისტორია და  მნიშვნელობა დაუკარგოს ამ ადამიანების ბრძოლას.  გველაპარაკება იმაზე, რომ თურმე ქართველებმა ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ და რუსეთს უნდა გავუწვეთ, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ამას არ ვაპატიებს არავის, აუცილებლად დამარცხდება რუსეთი და მასთან ერთად “ქართული ოცნებაც“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები