spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – “ქართული ოცნების” დიდი მცდელობების მიუხედავად, ნატო საქართველოსთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის

“ქართული ოცნების” ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად,  რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები განაწყოს ქვეყნის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ნატოსთან ეს მცდელობა ჩაუვარდებათ, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის შემდეგ დამაზიანებელი კამპანია ნატოს მიმართ წამოიწყო. 

 

“ირაკლი ღარიბაშვილი ნებისმიერი გამოსვლა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მიმართულია საქართველოს ინტერესების დაზიანებისკენ. ჩვენ ვნახეთ ერთი თვით ადრე დაიწყო აგრესიული თავდასხმები ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, ახლა იგივე პროცესი წამოიწყო ნატოს მიმართ.  ეს გამიზნულია იმისკენ, რომ ნატოს მიმართ ანალოგიური ნარატივისა და იგივე რუსული პროპაგანდის ხარჯზე ახლა ნატოს ათქმევინონ უარი საქართველოსთან თანამშრომლობაზე. თუმცა, იმედი მაქვს, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ნატო-სთან იგივე არ გაუვათ“, – განაცხადა მამულაშვილმა. 

 

მისი თქმით, ჩვენს პარტნიორებს  ძალიან ნათლად ესმით, რომ დღეს საქართველოს სჭირდება იმაზე მეტი დახმარება, ვიდრე აქამდე გაუწიეს.

 

“გასულ კვირას ვიყავი აშშ-სა და ბრიუსელში,  ახლა ლონდონში ვარ და  ველაპარაკები ჩვენს პარტნიორებს. “ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად,  რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები განაწყოს ქვეყნის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს მცდელობა ჩაუვარდებათ. მართალია ჩვენი პარტნიორები ძალიან გაბრზებულები არიან კონკრეტულად “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, მაგრამ არა საქართველოზე და საქართველოს მოსახლეობაზე. 

 

ვფიქრობ,  ძალიან ნათლად ესმით მათ, რომ დღეს საქართველოს სჭირდება იმაზე მეტი დახმარება, ვიდრე აქამდე გაუწიეს. სრული მობილიზება ხდება ჩვენი პარტნიორების, რომ საქართველოს მოსახლეობას მისცენ შანსი,  რომ დაუბრუნდეს მის მიერ არჩეულ,   პროდასავლურ,  ევროატლანტიკურ გზას”, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები