spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – ვაპირებ, აშშ-ში პარტნიორებთან შეხვედრას, ეს არის მიზეზი, რატომაც არ მეძლევა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება

მე ვაპირებ ამერიკის შერთებულ შტატებში გამგზავრებას და პარტნიორებთან შეხვედრას, ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც არ მეძლევა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას პასუხად, რომლის თქმითაც,  ნონა მამულაშვილი ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საჭირო საშვს ვერ მიიღებს. 

 

ნონა მამულაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის უარი აიხსნება მხოლოდ ერთით, რომ ის ასრულებს დავალებას. 

 

“არ ვიცი, რა ბოდიშს ითხოვს ბატონი კახა, ვფიქრობ, უმჯობესი იყო მეტად უფრო მყარი არგუმენტი მოფიქრებინა, ნაცვლად იმისა, რომ იმართლოს თავი, ერთი თვის განმავლობაში იმიტომ არ მიშვებს მიხეილ საკაშვილთან, რომ მე თითქოს მის თანამშრომლებთან მაქვს ბოდიში მოსახდელი. პარლამენტის თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, დავალება აქვს, რომ მე არ შემიშვას, რადგან  ვაპირებ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას და ჩვენს  პარტნიორებთან შეხვერდას. იმ დრომდე კი მინდოდა, მიხეილ სააკაშვილი მომენახულებინა.  ახლა არც წერილობითი კომუნიკაციის საშუალება გვაქვს, რასაც აქამდე ვახერხებდით.  ცდილობენ, მესამე პრეზიდენტი მოაქციონ სრულ იზოლაციაში.  ყველა იმ წერილს, რაც შედის და გამოდის, რა თქმა უნდა, კითხულობენ”, – განაცხადა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები