spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – ვითარება ისეთია, ჩანს, რომ კატასტროფული სცენარისკენ მივდივართ

3-მილიონიან ქვეყანაში, როდესაც მიგრანტების უზარმაზარი მასა უკონტროლოდ შემოდის, უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკია, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმა, ქვეყანას კოლაბორაციონისტი ხელისუფლება რომ არ ყავდეს, სავიზო რეჟიმი დიდი ხნის წინ უნდა დაწესებულიყო. 

 

“რომ არ იყოს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, უკვე უნდა ყოფილიყო სავიზო რეჟიმი შემოღებული და საზღვარზე შემომსვლელების  კონტროლი გამკაცრებული. ჩვენ მიგრაციის უზარმაზარი  პრობლემა გვაქვს და დემოგრაფიული პრობლემა დაგვიდგება ცოტა ხანში, თუ ასე გაგრძელდა. 3-მილიონიან ქვეყანაში, როდესაც  მიგრანტების უზარმაზარი მასა უკონტროლოდ შემოდის,  ამასთან იმ ქვეყნიდან, რომელსაც ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკია“, – განაცხადა მამულაშვილმა. 

 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი ძალა ქვეყნის ინტერესებისათვის ზრუნვის ნაცვლად, საპირისპიროს აკეთებს. 

 

“ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ პირიქით ოპოზიციას და საქართველოს მოსახლეობას ამუნათებს,  “რასისტებს“ და „ქსენოფობებს“ გვეძახის, მაშინ როდესაც ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულს, რაც ევალება ხელისუფლებას – დაიცვას ქვეყნის საზღვრები და ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა მამულაშვილმა. 

 

მისივე განცხადებით,  უკონტროლო პროცესებს  კატასტროფული სცენარისკენ მივყავართ. 

 

“აუცილებლად გაზრდის ეს დაპირისპირებას, კრიმინალს, ჩვენ ვხედავთ, რომ უკონტროლო პროცესებია. არავინ იცის, ამ მოქალაქეების დიდი ნაწილი დარჩება საქართველოში, თუ გააგრძელებს გზას. ეს ადამიანები თუ ასე ხელცარიელები არიან წამოსულები, როგორც ჩანს, ხშირად ბარგის გარეშეც გადმოდიან,  თქმა უნდა, მათ საქართველოში მოუწევთ დარჩენა. რა პროცესებს გამოიწვევს ეს ისედაც გაღარიბებულ და გაუბედურებულ ქვეყანაში, საიდანაც საქართველოს მოსახლეობა გარბის, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. ვითარება ისეთია, ჩანს, რომ  კატასტროფული სცენარისკენ მივდივართ“, – განაცხადა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები