spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – ვცდილობთ, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ციხიდან

ვცდილობთ, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად რაც შეიძლება მალე მიხეილ სააკაშვილი გამოვიდეს ციხიდან,  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა Front News-ს განუცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას. 

 

“ჩვენ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან გვაქვს კომუნიკაცია, ფაქტობრივად, აშშ-ში, ევროპაშიც და აქ ადგილზეც, მათ ვატყობინებთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. იცით, რომ დეპუტატებს აგვიკრძალეს შესვლა მასთან ციხეში. ველაპარაკეთ ომბუდსმენს, ის აუცილებლად შევა ციხეში და მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რა თქმა უნდა,  შემდეგ უკვე ჩვენ პარტნიორებს ველაპარაკებით და მაქსიმალურად ვცდილობთ,  საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიხეილ სააკაშვილი, რაც შეიძლება მალე, გამოვიდეს ციხიდან”, – განაცხადა მამულაშვილმა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს,  რომ მიხეილ სააკაშვილი ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს, მას ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი ბარათი, რითაც შეძლებს  ციხეში ტელევიზორის  შეძენას.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკაეს, ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მეხუთე დღეა, შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები