spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნონა ქურდოვანიძე – ახლა ამ რეგულაციებით თანამშრომლობის შესაძლებლობები ფორმალურადაც ისპობა

ყოველდღიურად ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ როგორი მტრულია “ქართული ოცნების” დამოკიდებულება, როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე რიტორიკით თუ პროპაგანდის თვალსაზრისით, –  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დამოუკიდებელი სიტყვის ჩახშობას ცდილობს.

“ყოველდღიურად ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ როგორი მტრულია “ქართული ოცნების” დამოკიდებულება, როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე რიტორიკით თუ პროპაგანდის თვალსაზრისით. მუდმივად თავდასხმების ობიექტები ხდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები. ასეთ პირობებში, რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე ისედაც გამორიცხული იყო საუბარი. ახლა, საერთოდ, იმ რეგულაციებით, რომლის შემოტანასაც გეგმავენ, თანამშრომლობის შესაძლებლობები ფორმალურადაც ისპობა.

ეს ცხადია, ნიშნავს “ქართული ოცნების” გაცხადებულ პოლიტიკას, რომ ყველანაირი ფორმით შეზღუდოს დამოუკიდებელი ხმა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და ეს რეგულაციაც ამას ემსახურება”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

“ქართული ოცნება” საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შემდეგ სამოქალაქო სექტორი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები