spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – ამ საქმეს შედეგის მიუხედავად, უკვე აქვს სხვა დიდი შედეგი

ეს საქმე გაგრძელდება. ამ საქმეს შედეგის მიუხედავად, უკვე აქვს სხვა დიდი შედეგი. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ის, რაც თავისი თვალით ნახეს, არ მოჩვენებიათ, ფარულობა ამ პროცესში დაირღვა, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმის განხილვა იმიტომ გაგრძელდა ერთი დღის განმავლობაში, რომ სასამართლომ გააერთიანა 26 საქმე.

“ამ საქმის განხილვა იმიტომ გაგრძელდა ერთი დღის განმავლობაში, რომ სასამართლომ გააერთიანა 26 საქმე. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლოს საქმის მასალები ერთ დღეში. ეს არ არის საკმარისი დრო. ამ სხდომაზე დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იმიტომ, რომ ეს არის იყო გონივრული.

ჩვენ ბევრჯერ დავაყენეთ საქმის გადადების შუამდგომლობა, აგრეთვე საქმის გაყოფის, მაგრამ ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდებოდა.

ეს საქმე გაგრძელდება. ამ საქმეს შედეგის მიუხედავად უკვე აქვს სხვა დიდი შედეგი. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ის, რაც თავისი თვალით ნახეს, არ მოჩვენებიათ, ფარულობა ამ პროცესში დაირღვა”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში არჩევნებში ხმის ფარულობასთან დაკავშირებით სარჩელების განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები