spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გასულია კანონის ჩარჩოებიდან

ეს არის საშიში პრეცედენტი, თუმცა, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ბიუროს თვითნებობას სასამართლო შეზღუდვის ნაცვლად, გზას უკვალავს, –  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიურო აღმოჩნდა პროცედურულ ჩიხში.

“ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გასულია კანონის ჩარჩოებიდან. მისი მანდატი ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგზე. განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი.

რამდენიმე დღის წინ, ბიურომ, სრულიად დაუსაბუთებლად მიმართა სასამართლოს და ითხოვა ორგანიზაცია ,აირჩიე ევროპის“ და მასთან დაკავშირებული პირებისაგან ფინანსური ინფორმაცია. ამის გაკეთება მას არ შეეძლო, რადგან გამოკვეთილი არ იყო ის სუბიექტი, რომლის მონიტორინგიც მიმდინარეობდა.

ბიურო აღმოჩნდა პროცედურულ ჩიხში. თუმცა, მას მაშველ რგოლად სააპელაციო სასამართლო მოევლინა, რომელმაც კანონს მისცა იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლითაც გზა გაუხსნა ბიუროს შემდგომ უკანონო ნაბიჯებს.

ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბიურომ დღეს განცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოაცხადა და შესაბამისად, საკუთარი მანდატი გაივრცელა მის ფინანსურ მონიტორინგზე.

“რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

ეს არის საშიში პრეცედენტი, თუმცა, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ბიუროს თვითნებობას სასამართლო შეზღუდვის ნაცვლად, გზას უკვალავს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები