მზიას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია რაზეც ედავებიან და შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ის პასუხისგებაში იყოს მიცემული, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის საქმეში მტკიცებულებები არ დევს.
“დღეს არის მზია ამაღლობელის კიდევ ერთი საქმე. როგორც იცით, მის წინააღმდეგ ასევე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ე.წ. სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით, რაც ასევე ემყარება არასწორ მტკიცებულებებსა და არასწორ ოქმებს, მათ შორის იგულისხმება დაკავების ოქმი, სამართალდარღვევის ოქმი. ეს ორივე დოკუმენტი არის გაყალბებული მონაცემების შემცველი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მზიას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია რაზეც ედავებიან ის და შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ის პასუხისგებაში იყოს მიცემული ამ ნაწილში. ეს საქმე ასევე უკავშირდება სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან”, – განაცხადა ნონა ქუროდვანიძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.