არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელსაც დეპუტატი ჰქვია და პარლამენტში ხალხის სახელით საუბარი სურს, ასე იქცეოდეს, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედება არის ყოვლად მიუღებელი და შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს.
“ძალიან შემაშფოთებელია ის, როგორც იქცევიან დეპუტატები, როგორ ესხმიან თავს თავის მოქალაქეს. ეს არის ყოვლად მიუღებელი და შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს.
ლაშასთან დაკავშირებით საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა საკუთარი ოჯახის და გარდაცვლილი ძმის ინტერესებს. მისი ძმა 13 ივნისს ტრაგედიის დროს გარდაიცვალა.
როდესაც ის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა, ის გამოხატავდა საკუთარ პროტესტს იმ მოვლენებზე, რაც ხდებოდა. თავდასხმა ლაშას მიმართ არის მიუღებელი. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელსაც დეპუტატი ჰქვია და პარლამენტში ხალხის სახელით საუბარი სურს, ასე იქცეოდეს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
აბუ-დაბიში “ქართული ოცნების” დეპუტატებს ვიქტორ სანიკიძეს და ირაკლი ზარქუას და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.