spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – დადგინდა ის მძიმე პრაქტიკა, რომელიც წამებას და არასათანადო მოპყრობას უკავშირდება

დადგინდა ის მძიმე პრაქტიკა, რომელიც წამებას და არასათანადო მოპყრობას უკავშირდება, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქტივისტებზე ჩატარდა დამოუკიდებელი სამედიცინო კვლევა და დადგინდა წამების ნიშნები.

“დადგინდა ის მძიმე პრაქტიკა, რომელიც წამებას და არასათანადო მოპყრობას უკავშირდება. ჩატარდა ინტერვიუები მოწმეებთან და მსხვერპლებთან, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები ატარებდნენ, ასევე, ჩატარდა სამედიცინო შეფასებაც, რომლის მიხედვითაც საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის 11 მსხვერპლის დამოუკიდებელ სამედიცინო შეფასება გამოვლინდა.

ამ და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში მიღებით დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა წამების პრაქტიკას და ამასთან დაკავშირებით უშუალოდ სამედიცინო მტკიცებულებებიც ამოწმებს ამ ქცევის მოდელებს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები