spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – დაკავებულებზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდა ზვიად ხარაზიშვილი

დაკავებულ პირებზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდა ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცველებს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მიჰყავდათ, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გასული ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მიიღეს შეტყობინება.

“გასული ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მივიღეთ შეტყობინება. დაკავებულთა მონახულება ადვოკატებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე დაკავებისას და მას შემდეგ. დაზიანებების სიმძიმეების გათვალისწინებით, ქსელის ინფორმაციით, 5 პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ საპოლიციო ძალები მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის შეკრების უფლების განხორციელებაში. ისინი თვითნებურად აკავებდნენ და უსწორდებოდნენ მათ. რამდენიმე ეპიზოდში ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა შევიწროებას, რაც ჭყლეტის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად ცალკეული სამართალდამცველები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტებს, განსაკუთრებით კი ქალებს. დაშავებულთა შორის არის ჟურნალისტი ნიკო კოკაია. მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ აგრძელებს არასათანადო მოპყრობას.  “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდა ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცველებს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მიჰყავთ.

მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს ამ ფაქტებზე დროული და ეფექტური რეაგირება. უნდა გამოიყოს ზვიად ხარაზიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საჭიროება”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები