spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის

დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არსებულ კრიზისს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” გაუქმება ვერ უშველის.

“ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, “რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია.

ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს. თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ალან ბერსეს განცხადებით, ხელისუფლებასთან საუბრისას გაჟღერდა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში” ცვლილებები შევა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები