ეს არ არის ის საბოლოო წერტილი, სადაც სანქციების პოლიტიკა დასრულდება, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები დაუწესდება იმათ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენ.
“ეს არ არის ის საბოლოო წერტილი, სადაც სანქციების პოლიტიკა დასრულდება. როგორც ჩანს, მისი ამ სანქციების გუნებიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე ის თანდათან უფრო გამკაცრდება და ფართოდ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ამ პროცესებში ხელს უშლიან დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს არღვევენ”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.