spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – ეს მართლაც ისტორიული პროცესია, პირველად ხდება, რომ მომჩივნების საფუძველზე დიდმა პალატამ დაუშვა საქმე განსახილველად

ეს მართლაც ისტორიული პროცესია. პირველად ხდება, რომ მომჩივნების საფუძველზე დიდმა პალატამ დაუშვა საქმე განსახილველად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს საკითხები საკმაოდ სერიოზულად განსახილველია დიდი პალატის მიერაც, –  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს და მის გადაწყვეტილებას აქვს ორმაგი ეფექტი.

“საბოლოო გადაწყვეტილება დღეს არ გვეცოდინება, მაგრამ განხილვა, შეკითხვები და სხვა ყველაფრის შედეგები დაიდება და ამას გავასაჯაროებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა კითხვებს სვამს სასამართლო, როგორ პასუხობს მას იუსტიციის სამინისტრო, რომელიც მოპასუხეა ჩვენი და როგორი იქნება გადაწყვეტილება, გაირკვევა. ეს მართლაც ისტორიული პროცესია. პირველად ხდება, რომ მომჩივნების საფუძველზე დიდმა პალატამ დაუშვა საქმე განსახილველად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს საკითხები საკმაოდ სერიოზულად განსახილველია დიდი პალატის მიერაც.

სტრასბურგის სასამართლოს და მის გადაწყვეტილებას აქვს ორმაგი ეფექტი – უშუალოდ იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც დაობდა და ვისი უფლებაც დაირღვა, მეორე კი  – ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ეს  სტანდარტების დადგენის გზა და წყაროა. ამავდროულად, არის ხოლმე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის აღსრულებაც სახელმწიფოებს უწევთ.

სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ბოლოა ქვეყნების ჩამონათვალში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით. ეს საკმაოდ საგანგაშო ტენდენციაა, როდესაც საქართველო რუსეთთან და აზერბაიჯანთან ერთადაა ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ყველაზე ცუდად აღასრულებენ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის ის უწყება, რომელიც უნდა იძიებდეს პოლიციელებზე საქმეებს, მაგრამ ეს უწყება არ იძიებს არცერთ საქმეს. აქ კი პოლიტიკური ნება ჩანს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის საქმეებზე ზეპირი მოსმენა იმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები