spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – ეს ფაქტები დაკავშირებულია, პირველ რიგში, აქციებისას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან

ეს ფაქტები დაკავშირებულია, პირველ რიგში, “რუსული კანონის” მიღების დროს მიმდინარე აქციებისას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფაქტებზე არაერთხელ მომხდარა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან მიმართვა საგამოძიებო ორგანოებისთვის,  რომ მომხდარიყო სათანადო გამოძიება.

“ეს ფაქტები დაკავშირებულია, პირველ რიგში, “რუსული კანონის” მიღების დროს მიმდინარე აქციებისას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებთან. ამ ფაქტებზე არაერთხელ მომხდარა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან  მიმართვა საგამოძიებო ორგანოებისთვის,  რომ მომხდარიყო სათანადო გამოძიება ძალადობრივი ფაქტების შესახებ, მაგრამ ამ დრომდე საქართველოს შესაბამის უწყებებს არ გაუციათ პასუხი”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები