მოსამართლემ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ზომა პატიმრობის სახით, რომლის საფუძველი საერთოდ არ იყო, არც პირველ ეტაპზე და არც ახლა, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ მსგავსი ტიპის სამართალწარმოების საფუძველი საქმეში არ არსებობს.
“მოსამართლემ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ზომა პატიმრობის სახით, რომლის საფუძველი საერთოდ არ იყო, არც პირველ ეტაპზე, როცა ეს მაშინ გამოიყენა მოსამართლემ, მაგრამ ამ ეტაპზე, მით უმეტეს, აღარ არის არც იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რასაც მოსამართლემ თავის დროზე პატიმრობა დააყრდნო.
მოსამართლე ამბობდა ორ არგუმენტს – მოწმეებზე გავლენის მოხდენა შეეძლო მზიას, მაგრამ ვნახეთ საქმის მასალები და მხოლოდ პოლიციელები არიან დამატებით გამოკითხული და ისინიც აძლევენ იდენტურ ჩვენებებს, მეორე გარემოება კი ეხებოდა იმას, რომ თითქოს, მზია ამაღლობელმა მანამდე სამართალდარღვევა ჩაიდინა. ჩვენ ეს გასაჩივრებული გვაქვს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.