spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გაასაჯაროოს აქციებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ ინფორმაცია

ერთ-ერთი პირი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის, არის “ხარება”. შესაძლებელია, კითხვები გაჩნდეს, რამდენად ეფექტიანი იქნება ამ ადამიანის მონაწილეობით მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია, –  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

ქურდოვანიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს  მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

“რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ გაესაჯაროებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა წინსვლა ჰქონდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საქმეებზე, მაგრამ ამის შესახებ, სამწუხაროდ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ დრომდე არავითარი ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ გაასაჯაროოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როცა არჩევნები მოახლოებულია.

ერთ-ერთი პირი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის, არის ის პირი, რომელზეც დაწესებულია სანქცია. ეს არის “ხარება”, ზვიად ხარაზიშვილი.

შესაძლებელია, კითხვები გაჩნდეს, რამდენად ეფექტიანი იქნება ამ ადამიანის მონაწილეობით მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები