მზიას ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება. საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გუშინ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვეს.
“გუშინ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
მზიას ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება. საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე – როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე – სამართალდარღვევის ოქმებში წერია ტყუილები. დაკავების ოქმი გასაჩივრებულიც გვაქვს შსს-ში და გუშინ მივიღეთ პასუხი, რომლითაც დგინდება, რომ ჩვენი საჩივარი თურმე ისევ იმას დააწერეს, ვის წინააღმდეგაც ვდაობთ”,- წერს ნონა ქურდოვანიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 4 მარტს პატიმრობაში დატოვა.