spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნონა ქურდოვანიძე – პოლიტიკური მოტივაცია არის ამ საქმეში მაღალი და მისი დასჯა მისი საქმიანობიდან გამომდინარეა

პოლიტიკური მოტივაცია არის ამ საქმეში მაღალი და მისი დასჯა მისი საქმიანობიდან გამომდინარეა, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ და მზია ამაღლობელის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იყო სრულიად დაუსაბუთებელი.

“მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იყო სრულიად დაუსაბუთებელი, ამასთან დაკავშირებით ადვოკატებს გასაჩივრებულიც ჰქონდათ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ასევე, ხელახლა მიმართეს და გადახედვის შუამდგომლობაც იყო წარდგენილი, მაგრამ ყველა ჯერზე სასამართლომ უარი თქვა მზია ამაღლობელის პატიმრობის დასრულებაზე.

ეს მიანიშნებს, რომ პოლიტიკური მოტივაცია არის ამ საქმეში მაღალი და მისი დასჯა მისი საქმიანობიდან გამომდინარეა”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იწყება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას წარადგენენ, პროკურატურა კი მოწმეებს წარადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები