როდესაც პრეზიდენტი აყენებს საკითხს ასე და ასაჩივრებს შედეგებს, მათ შორის, კანონმდებლობას, რომლის ნორმატიული შინაარსი ამ არჩევნების პერიოდში ჩამოყალიბდა ამგვარად, როგორც ჩამოყალიბდა, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვის პროცესში, არ შეიძლება პარლამენტის შეკრებისას მოხდეს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მაინც მიიღებს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას კალანდარიშვილი და “ქართული ოცნება”, ეს იქნება კანონისგან სრულიად აცდენილი.
“პრეზიდენტს აქვს ორი ძირითადი არგუმენტი, ერთი ეხება ხმის ფარულობის უფლების დარღვევას, რასთან დაკავშირებითაც, როგორც იცით, ჩვენი ორგანიზაცია დაობდა არაერთი მიმართულებით ყველა სასამართლოში, რომელიც პირველი ინსტანციით და შემდეგ აპელაციით განიხილავდა ამ საკითხებს და ეს არგუმენტები, რომელიც პრეზიდენტს აქვს სარჩელში გადატანილი, სწორედ ამ საკითხებს ეთმობა, ეს არის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც ხმის ფარულობას ადგენს არჩევნებთან დაკავშირებით და თუ ეს ფარულობის პრინციპი არის დარღვეული, მაშინ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები კანონიერად ჩატარდა და ის კონსტიტუციის შესაბამისია ზედმეტია.
როდესაც პრეზიდენტი აყენებს საკითხს ასე და ასაჩივრებს შედეგებს, მათ შორის, კანონმდებლობას, რომლის ნორმატიული შინაარსი ამ არჩევნების პერიოდში ჩამოყალიბდა ამგვარად, როგორც ჩამოყალიბდა, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვის პროცესში, არ შეიძლება პარლამენტის შეკრებისას მოხდეს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა. ეს პროცესი ასე არის კანონმდებლობით დარეგულირებული, არსებობს სამართლებრივი დავა, რომ კონკრეტული დეპუტატების არჩევა მოხდა კანონის დარღვევით და ამასთან დაკავშირებით ან საკონსტიტუციო სასამართლოში, ან საერთო სასამართლოში მიმდინარეობს დავა, მაშინ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ დავა გადაწყდება. თუ მაინც მიიღებს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას კალანდარიშვილი და “ქართული ოცნება”, ეს იქნება კანონისგან სრულიად აცდენილი“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.