spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა

დღეს ჩანიშნული სხდომები გვქონდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება, –  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ, ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო.

“დღეს ჩანიშნული სხდომები გვქონდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. გუშინ ეს საქმეები სხვადასხვა მოსამართლეებს და შესაბამისად, სხვადასხვა შემადგენლობებს დაეწერათ. დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება.

თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ, ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო.

როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ჯერ ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას, ერთიანდება თუ არა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო დავაც ერთ საქმედ”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები