spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეასრულოს მისი ფუნქცია, ეს არის სწრაფად შეჩერება ნორმების

საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად უნდა შეასრულოს მისი ფუნქცია, ეს არის სწრაფი განხილვა ამ საქმის და სწრაფად შეჩერება ნორმების, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

 

“მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იქნებიან უმრავლესობაში მოსამართლეები, რომლებიც რეალურად დაიცავენ კონსტიტუციას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ შემთხვევაში, უნდა მიიღონ. 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად უნდა შეასრულოს მისი ფუნქცია, ეს არის სწრაფი განხილვა ამ საქმის და სწრაფად შეჩერება ნორმების. თუ ის ამას არ იზამს, მაშინ ამას შეიძლება აზრიც დაეკარგოს, რადგან მისი განხილვა შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში და ამ პერიოდის განმავლობაში რეპრესიები უკვე შეეხება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, ფენას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაშინ კანონის ერთი და ორი წლის შემდეგ გაუქმებას შეიძლება ის ეფექტი აღარ ჰქონდეს, რაც ექნება მას დღეს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

 

ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები