spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნონა ქურდოვანიძე – სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო “რუსული კანონის” წინააღმდეგ საქმის განხილვა

სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო “რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საჩივარში იყო, –  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს.

“სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო “რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საჩივარში იყო.

ჩვენ ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს “რუსული კანონის” წინააღმდეგ და ვდაობდით არაერთი კონვენციით გათვალისწინებული მუხლის დარღვევაზე. ყველა მუხლთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლის შესახებაც შესაბამის დროს უნდა იყოს პასუხები გაგზავნილი.

სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს.

საქმის გაგზავნიდან დღემდე “ქართული ოცნების” პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო. ეს საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება ამ საქმის განხილვა”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 17 ოქტომბერს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები