გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად, ექიმების რეკომენდაციაა, რომ მან გააგრძელოს მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს სურს, რომ მარტში სასამართლო პროცესს დაესწროს.
“შიმშილობის ეს ხანგრძლივობა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამის გამო მას ამ დრომდე კლინიკაში ყოფნა უწევს, თუმცა მისი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თუ ჩატარდა ყველა გამოკვლევა, დააბრუნონ უკან, ციხეში. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით.
გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად, ექიმების რეკომენდაციაა, რომ მან გააგრძელოს მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში.
ვემზადებით სხდომისთვის, მარტის დასაწყისშია ჩანიშნული და მზია ამაღლობელის სურვილია, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.