spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – ზოგიერთის განცხადებით, პირადი ნივთები სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით ჩამოართვეს

უმეტეს დაკავებულს ნივთები არ ჩამოართვეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პირადი ნივთები სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით ჩამოართვეს, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქტივისტებს პირადი ნივთები გათავისუფლების შემდეგაც არ დაბრუნებიათ.

“არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონები, ყურსასმენები, ჩანთა, ლეპტოპი და სხვა. ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცველები სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი მათზე ძალადობდნენ.

იყო შემთხვევა, როცა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს დაკავებისას, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ არ დაუბრუნებიათ. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულწილად მონაწილეობდნენ სპეცრაზმელები.

აღსანიშნავია, რომ უმეტეს დაკავებულს ნივთები არ ჩამოართვეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიისაკუთრეს ან დასჯის მიზნით გადაუყარეს. ზოგიერთის განცხადებით, პირადი ნივთები სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით ჩამოართვეს, ზოგ შემთხვევაში კი დაზარალებულებმა შეძლეს თავიანთი მობილურის ადგილის დადგენა და ზოგი გორში დაფიქსირდა, ასევე პარლამენტში. ამის შესახებ მიმართეს საგამოძიებო სამსახურს, მაგრამ ამ დრომდე არცერთი ფაქტი არ არის გამოძიებული”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები