spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი გაიზრდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ნოტარიატის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. 

 

კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება. 

 

კანონის მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, თუმცა იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. 

 

“წარმოდგენილი ცვლილება გამორიცხავს არსებული დამატებით მექანიზმის არსებობას ანუ იხსნება მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილება და ყველა ნოტარიუსი შეძლებს უფლებამოსილება 70 წლამდე განახორციელოს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები