spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს თავს დაესხნენ

ნობელის პრემიის ლაურეატ, რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს დიმიტრი მურატოვს მოსკოვი-სამარას მატარებელში წითელი საღებავი შეასხეს. მურატოვზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.

 

“კუპეში დამასხეს ზეთის საღებავი. საშინლად მეწვის თვალები. მთელ მატარებელში საღებავის სუნია. მატარებლის გამგზავრება 30 წუთით გადაიდო. ვეცდები, ჩამოვიბანო საღებავი. თავდამსხმელმა დაიყვირა – „მურატოვ, ეს შენ ჩვენი ბიჭებისთვის”, – აცხადებს მურატოვი.

 

მომხდარზე რუს სამართალდამცავებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

“ნოვაია გაზეტამ“ 28 მარტს შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოსგან რამდენიმე გაფრთხილება მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები