spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ნუ წახვალ ამ გზით საქართველო, ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპასა და მსოფლიოში, რომელიც სიამოვნებით ჩამოგწერს”

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება.

"განსხვავებით დიპლომატური საუბრებისა, როდესაც ვამბობ, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ, ეს ნიშნავს, რომ მე სერიოზულად გაბრაზებული, განერვიულებული და ნაწილობრივ აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც მე 23 წლის განმავლობაში მხარს ვუჭერდი, ვეხმარებოდი, ბიძგს ვაძლევდი.

შენ გაცილებით მეტს იმსახურებ ძვრიფასო საქართველო, ნუ წახვალ ამ გზით საქართველო.

ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპასა და მსოფლიოში, რომელიც სიამოვნებით ჩამოგწერს. ერთით ნაკლებ პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე ექნებათ სანერვიულო და ასე გამოკვებავენ თავიანთი მოგონილ ნარატივს, რომ საქართველო რეფორმას არ ექვემდებარება და მისი მხარდაჭერა უაზრობაა", – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები