spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნუგზარ წიკლაური – “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს, რათა ამ რუსული მმართველობისგან იქნას დახსნილი მიხეილ სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და სრულიად გასაგებია, რომ ამ პარტიაში სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება, არსებობდეს, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

 

“მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველაფერს აკეთებს, რათა ამ რუსული მმართველობისგან იქნას დახსნილი მიხეილ სააკაშვილი. ამასვე გააგრძელებს მომავალში. ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც იარსებებს ამ მიმართულებით, ნებისმიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის სასარგებლო. 

 

ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, რომელთაც მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი კი არ აქვთ, არამედ პროვოკაციული გარემოს შექმნა. ასეთი ადამიანები არიან ძალიან ცოტა რაოდენობით და ისინი ვერანაირ პოლიტიკურ სურათს ვერ ქმნიან. 

 

“ნაციონალურ მოძრაობაში“ ადრეც ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, ეს არამც და არამც არ უქმნის საფრთხეს ერთიან კურსს, რომელზეც ფოკუსირებულია პარტია. ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაცია და პოლიტიკური დევნის დასრულება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

მისივე თქმით, ნიკა მელიას წერილი მიმართულია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გულწრფელად ღელავენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იმ ტოტალიტარული წნეხის გამო, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება აწარმოებს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები