საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლე ანიკო ლევაი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ მონასტერი მოილოცეს. ნუნუკა თამაზაშვილს და ანიკო ლევაის მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თეოდორამ უმასპინძლა.
მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებს საჩუქრად აზარფეშა და უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს, ასევე − მონასტრის დედების მიერ ამოვლებული ჩურჩხელები, კალენდარი და ბუკლეტი წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ.