გეოლოგ თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე ახალი მეწყრული ბზარები გაჩნდა.
მისი თქმით, საუბარია ერთიანი მთის სისტემაზე და თუკი მეწყერსაშიში პროცესები დაიწყება, საფრთხის ქვეშ იქნებიან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები.
"ეს არის ერთიანი სტრუქტურა. იქ აგრესიული ჩარევა მოხდა, მაგრამ აქაც დაუშვებელია ასეთი დატვირთვები, ეს მშენებლობები, რაცაა. ზედაპირი დანაპრალიანებულია და ასეთი განაშენიანება არის დანაშაული. აქ არის სერიოზული კვლევები ჩასატარებელი, ვიზუალური დაკვირვება ამ საქმეს აღარ შველის. მთლიანად ფერდია დეფორმირებული", – აცხადებს თეა გოდოლაძე.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ ცნობილი 18 მარტს გახდა.