spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ო’ბრაიენი – ის, რომ ეს არის ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი, ნიშნავს, პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის ვალდებულებაზე წინ

ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის, ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორადაა ინფორმირებული, სამწუხაროა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.

 

“სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით სურვილი ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის და პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქცირებული. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. მიზეზი, რომ ეს არის  ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე უარის თქმის, ნიშნავს, პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის ვალდებულებაზე წინ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობები და საუბრები მხოლოდ ერთი მიმართულებითაა”, – აცხადებს ო’ბრაიენი.

 

მისივე თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია ის, რომ ამერიკა აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. 

 

“ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, ჩვენ გვაინტერესებდა ეს ურთიერთობა და პარტნიორობა გაზიარებული არის თუ არა საქართველოს მიერ. 

 

1992 წლიდან ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს შეეხებოდა ქვეყნის განვითარებას, თავდაცვასა და ბევრ სხვა რამეს”, – განაცხადა ო’ბრაიენმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები