თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვნახავთ შეზღუდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გათვლილი აქვს, რომ გამოყოს დახმარებისთვის 390 მილიონი დოლარი, აქედან ნაწილი, რა თქმა უნდა, მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის, გარკვეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ეს დახმარება დადგება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ.
თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვნახავთ შეზღუდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს იქნება ფინანსური ან/და სამოგზაურო შეზღუდვები კონკრეტულად პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ”, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.