spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ობრაიენი – არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძვლო იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯეიმს ობრაიენი აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია. მისი თქმით, ეს გასული წლის ბოლომდე კანონიერი იყო, თუმცა ახლა ევროკავშირს და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ზოგიერთ ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ამის გამო, ობრაიენი მოელის, რომ საქართველოდან ამ სახის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდება. 

 

სანქციების კოორდინატორი “ამერიკის ხმასთან” აცხადებს, რომ ამ სახის ტრანზაქციებში ჩართული ბიზენესები რულეტს თამაშობენ, რადგან დროის ერთ მონაკვეთში ეს დაშვებული იყო, ახლა ეს დამთავრდა და ბიზნესებმა ახლავე უნდა შეწყვიტონ ეს ბიზნეს პრაქტიკა. 

 

ობრაიენი ქართველ მოსამართლეებზეც საუბრობს, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ სამგზავრო შეზღუდვები დაუწესა. 

 

“ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე – იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს.

 

რაც შეეხება მოსამართლეებს,  ეს პირები იმყოფებოდნენ საქართველოში მნიშვნელოვანი კორუფციის ცენტრში, ბოლო რამდენიმე ადმინისტრაციის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გლობალური პოლიტიკა, რომ ადამიანებზე, რომლებიც ბოროტად იყენებენ სახელმწიფო ძალაუფლებას ამ ფორმით, ეს შეზღუდვები უნდა გავრცელდეს. ჩვენი კანონის თანახმად, ამ შეზღუდვების დაწესება ფაქტობრივად, სავალდებულოა. ჩვენ მას ვხედავთ, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების განმტკიცებას. ეს სტანდარტული ნაბიჯია. რეაქცია, რომელიც ბევრი კარგად ინფორმირებული ადამიანისგან მივიღეთ იყო ის, რომ დიახ, დიახ, უკვე დრო იყო. ვფიქრობ, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი და არანაირი პრობლემა არ არსებობს. არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძვლო იყო”, – აცხადებს ობრაიენი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები