სავალალო ვითარება საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთომ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მესამე კომიტეტის მომხსენებელმა კარინა ოდებრინკმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიზებულმა მედია პროპაგანდამ, ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს მოკლებული იყო.
“ეუთოს ანგარიშმა ოქტომბრის არჩევნების შესახებ დაადგინა, რომ ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევებმა, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დისბალანსმა და პოლიტიზებულმა მედია პროპაგანდამ, ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს მოკლებული იყო. სავალალო ვითარება საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთომ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები”, – განაცხადა კარინა ოდებრინკმა.