ოდესაში, სახლის ნანგრევების ქვეშ, რომელსაც მტრის დრონი დაეჯახა, ბავშვის ცხედარი იპოვეს. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.
“ქალის ცხედრის გვერდით კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. ბავშვი ერთი წლისაც არ არის”, – წერს ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.
მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
2 მარტს ღამით, რუსებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.
3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.