spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოდესაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს

ოდესაში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე დრონებით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

 

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

 

მისივე ინფორმაციით, დაღუპულია და-ძმა – 10 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა.

 

ბიჭი და გოგონა გახდა მეოთხე და მეხუთე მცირეწლოვანი მსხვერპლი, რომლებიც ოდესაზე მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ისინი, სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურის ოჯახიდან არიან, რომელიც მეუღლესთან და კიდევ ერთ შვილთან ერთად ამავე სახლის ნანგრევებში დაიღუპა.

 

უკრაინული მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის კიდევ სამი მცირეწლოვანი ბავშვია – ორი ჩვილი და 3 წლის ბიჭი.

 

სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები