spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოდესის მერი დააკავეს

ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს. ქვეყნის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, ტრუხანოვის დაკავება ოდესის მანქანათმშენებელი ქარხნის “კრაიანის“ საქმეს უკავშირდება.

 

ტრუხანოვმა სასამართლოს მიერ წინასწარ განსაზღვრული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურორმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართა.

 

ტრუხანოვი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

 

ანტიკორუფციული პროკურატურა ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს და მის მოადგილეს პაველ ვუგელმანს ოდესის საქალაქო საბჭოს მიერ 2016 წელს კერძო სტრუქტურისგან ქარხანა “კრაიანის” შენობის შეძენის გზით ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები