spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოდირი საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივ დასკვნას ამზადებს

ოდირი საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივ დასკვნას ამზადებს, – ამის შესახებ ეუთო/ოდირი წერს.

 

“ეუთო-ს ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ კანონები ღია, ინკლუზიური და საჯარო კონსულტაციების პროცესის მეშვეობით მიიღონ. ასოციაციებთან და მათ წევრებთან საჭიროა მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანონი მათ მუშაობას პირდაპირ ეხება და იცავს მათ მთავარ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გამოხატვის თავისუფლება და გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია. 

 

ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ჩვენ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან ვითანამშრომლებთ“, – წერს ეუთო/ოდირი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები