spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოჯახური ძალადობის ფაქტზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს  

საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

 

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები